2015-03-13 11:00:12, 951 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი: რუსეთის პრეზიდენტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას
„რუსეთის პრეზიდენტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და მას შეხვედრების დაძაბული გრაფიკი აქვს“,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ვლადიმერ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრები არ არის საჯარო.
ამასთან, ეკატერინბურგში ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით მონეტები შექმნეს, რომლებსაც „პუტინკები“ უწოდეს.
გავრცელებული ინფორმაციით „პუტინკების“ შეძენა რუსეთის ფედერაციისა გარდა, ანექსირებულ ყირიმშიც არის შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან