08:04 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 10:09:36, 313 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება: აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესახებ კონსულტაციებისთვის ლავროვის მზადყოფნა უადგილო და გაუგებარია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის თემაზე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ლავროვის განცხადებამ შესაძლოა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველოს რკინიგზის ამ მონაკვეთზე მოძრაობის გახსნის მიმართ თბილისი დიდ დაინტერესებას ამჟღავნებს, სინამდვილეში საქართველოს არც ერთ ფორმატში არ დაუყენებია რუსეთთან დიალოგისას ეს საკითხი.

"ყურადღებას იმსახურებს აგრეთვე პასაჟი საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე მოძრაობის გახსნის თაობაზე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებამ შესაძლოა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველოს რკინიგზის ამ მონაკვეთზე მოძრაობის გახსნის მიმართ თბილისი დიდ დაინტერესებას ამჟღავნებს, სინამდვილეში საქართველოს არც ერთ ფორმატში არ დაუყენებია რუსეთთან დიალოგისას ეს საკითხი და ამდენად ს. ლავროვის  მიერ გაჟღერებული მზადყოფნა უადგილო და გაუგებარია.სამწუხაროა, მაგრამ გვიწევს კონსტატირება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უგულვებელყოფა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამახასიათებელ ატრიბუტად იქცა",-აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  რუსეთის მხარეს  მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და დაიცვას საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics