23:42 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 15:29:46, 624 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ყველამ უნდა გავიკეთოთ აცრები

„ყველა, მოქალაქემ, ჟურნალისტებმა, ექსპერტებმა უნდა გავიკეთოთ აცრები  და პოლიტიკოსებს შორის უთანხმოება, არ წარმოვიდგინოთ, როგორც აპოკალიფსური მოვლენა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის მიერ რიგგარე სხდომის დანიშვნის თემის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი არავის ანკესზე არ წამოეგო და ის თავისი გადაწყვეტილებებით მოქმედებს.

„თქვენ ახსენეთ სიტყვა ნაწყენი. ვინც ნაწყენია დალიოს ცივი წყალი. ბევრი მაქვს მაცივარში მობრძანდნენ, ყველა მხრიდან. პოლიტიკაში მყოფმა ადამიანებმა უნდა გაიკეთონ აცრა, ნაწყენობაზე, გაბრაზებაზე, გაბუტვაზე და ამ ტიპის რაღაცეებზე. ამასობაში ჩვენ ყველამ, მოქალაქეებმა, ჟურნალისტებმა, უნდა გავიკეთოთ ასევე აცრები  და პოლიტიკოსებს შორის უთანხმოება არ წარმოვიდგინოთ, როგორც აპოკალიფსური მოვლენა. ვინაიდან ამ საკითხში მე არ ვეთანხმები ვინმეს ესეიგი არც ერთ საკითი არ დავეთანხმები საერთოდ და ასე შემდეგ. ასე არ არის ეს საქმე. ჩვენ ყოველდღიურად განსახილველი გვაქვს უამრავი საკითხი და გვევალება, რომ თითოეული საქმის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. კონკრეტულ საკითხში უმრავლესობის წარმომადგენელთა მოსაზრება პრეზიდენტისგან განსხვავებულია, ამის შემფასებელი კი საქართველოს მოქალაქეები არიან. არამგონია, რომ პრეზიდენტი ვინმეს ანკესს წამოეგო, პრეზიდენტი თავისი პასუხისმგებლობით და თავისი გადაწყვეტილებით მოქმედებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics