22:51 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 12:40:44, 701 ნახვა

სხვადასხვა
მეცნიერები: დაბინძურებული ჰაერი შესაძლოა, ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას უწყობდეს ხელს

დაბინძურებული ჰაერი შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას უწყობს ხელს, - ამის შესახებ BBC ბრიტანელი მეცნიერების ახალ კვლევაზე დაყრდნობით იუწყება

დიდ ბრიტანეთში მდებარე ალცჰაიმერის დაავადების კვლევის ცენტრის სპეციალისტებმა აღნიშნული დიაგნოზის მქონე ადამიანების ტვინის ქსოვილებში მაგნიტური რკინის ოქსიდის ნაწილაკები აღმოაჩინეს. ტოქსიკური ნივთიერების ნაწილაკები აღმოჩნდა იმ ადამიანების ქსოვილებში, რომლებიც დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქებში ცხოვრობენ.

მეცნიერების კვლევაში აღნიშნულია, რომ ტვინის ქსოვილებში მაგნიტური რკინის ოქსიდის ნაწილაკების არსებობასა და  დაავადების განვითარებას შორის  პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჯერ დამტკიცებული არ არის. სპეციალისტები დაბინძურებული ჰაერის ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაზე გავლენის შესწავლას გააგრძელებენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics