23:30 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 14:44:51, 399 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტზე ნაწყენი არიან

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ამწუთებში  დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე ხვდება.  ამ შეხვედრაზე გადაწყდება გაიმართება თუ არა პარასკევს, რიგგარეშე სხდომის დღეს, საკომიტეტო მოსმენა.
თუმცა უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საკომიტეტო მოსმენაზე მივა,  რიგგარეშე სხდომას კი არ დაესწრება.
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის გადაწყვტილებასთან დაკავშირებით, უკმაყოფილებას ვერ მალავს:
"უნდა ჩავატაროთ საქმიანი საკომიტეტო მოსმენა, რასაც გეგმავს პარლამენტი.ამ ვითარებაში "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნით, "თავისუფალი დემოკრატების" შეგონებით, პრეზიდენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, ალბათ საინტერესოა უმრავლესობასთანაც რაღაც კონსულტაცია, თუნდაც კითხვის დასმა",-განაცხადა მანანა კობახიძემ.
ამასთან, უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, ზურაბ ტყემალაძის თქმით, პრეზიდენტი ოპოზიციის ინტერესებს იზიარებს.
"ოპოზიცია მოითხოვს, პრეზიდენტი დაუკმაყოფილებს და არიქა ირბინეთ ახლა პლენარული სხდომის დარბაზში შეიკრიბება, თუ არ შეიკრიბება და ა.შ. ეს ცოტა სხვა მიმართულებით ხომ არ მიდის როგორ გგონიათ.მე არვიცი "ნაციონალური მოძრაობის", თუ "თავისუფალი დემოკრატების", მაგრამ ოპოზიციის პოზიციას იზიარებს",-აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.
რიგგარეშე სხდომაზე მისვლას არ აპირებს არც გედევან ფოფხაძე:
"არავითარ შემთხვევაში მე მსგავს პროცესებში მონაწილეობას არ მივიღებ, მიმაჩნია, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" კონკრეტული პოლიტიკური ამოცანა და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მსჯელობა ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარებასთან დაკავშირებით",-განაცხადა ფოფხაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით,  საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა. განკარგულების მიხედვით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია : ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics