13:48 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 16:56:04, 1914 ნახვა

მსოფლიო
მევლუთ ჩავუშოღლუ ქურთთა „სახალხო თავდაცვის რაზმებს" სირიის ტერიტორიაზე ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ  ქურთთა  "სახალხო თავდაცვის რაზმებს" სირიის ტერიტორიაზე ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ქურთთა  "სახალხო თავდაცვის რაზმები" “ისლამური სახელმწიფოსგან” გათავისუფლებულ რაიონებში ეთნიკურ წმენდას ატარებენ.

მისივე თქმით, ქურთთა შეიარაღებული ჯგუფები ქალაქების მანბიჯისა და ჯარაბლუსის რაიონებში არ უნდა დარჩნენ. ჩავუშოღლუს განმარტებით, სირიელი ქურთები მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე რაც შეიძლება მალე უნდა გადავიდნენ, წინაამდეგ შემთხვევაში, ანკარა ქურთთა რაზმებზე დარტყმებს განახორციელებს.

თავის მხრივ, სირიელი ქურთების წარმომადგენელმა იბრაჰიმ იბრაჰიმმა აღნიშნა, რომ  ქალაქ მანბიჯსა და ჯარაბლუსში ქურთთა  "სახალხო თავდაცვის რაზმები" არ იმყოფებიან. მისი თქმით, ყველა ქურთი მებრძოლი უკვე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზეა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics