08:41 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 14:04:46, 1987 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში, ფეჰთულა გიულენთან კავშირში ბრალდებით, 3 ყოფილი ელჩი დააკავეს

თურქეთში, ფეჰთულა გიულენის მოძრაობასთან კავშირის ბრალდებით, 3 ყოფილი ელჩი დააკავეს, - ამის შესახებ Daily Sabah იუწყება.

როგორც მედია საშალება წერს, დაკავებულები კანადაში თურქეთის ყოფილი ელჩი, ტუნჯაი ბაბალი, UNESCO-ში თურქეთის ყოფილი წარმომადგენელი, ჰიურჯან ბალიკი, ასევე კოსტა-რიკაში თურქეთის ყოფილი ელჩი ალი ფინდიკი არიან.

ცნობისთვის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩოვუშოღლის ინფორმაციით, უწყების 300-ზე მეტი თანამშრომელი უკვე დაითხოვეს. 

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიელების მცდელობა მოხდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი დააკავეს.

თურქეთის ხელისუფლება გადატრიელების მცდელობის ორგანიზატორად, აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ, ფეჰთულაჰ გიულენს ასახელებს და მის ექსტრადიციას ითხოვს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics