13:33 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 11:45:36, 971 ნახვა

მსოფლიო
ფილიპ ჰემონდი: რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

„მოსკოვმა არჩევანი დასავლეთთან მეტოქეობაზე შეაჩერა და არა თანამშრომლობაზე“,-ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის ქმედებები ყირიმის ანექსიისკენ არის მიმართული.

 „რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქმედებები  ყირიმის ანექსიისკენაა მიმართული, ასევე  პუტინი რუსეთის  ჯარს უკრაინაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად იყენებს. ამჟამად რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის სუვერენიტეტს ფუნდამენტურად არღვევს“,-განაცხადა ფილიპ ჰემონდმა.

ჰემონდმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი არ აპირებს იმ საერთაშორისოდ აღიარებული წესების გათვალისწინებას,  რომლებიც მშვიდობისკენაა მიმართული და არა დესტაბილიზაციისკენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics