05:39 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 13:18:20, 1928 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში ხანძრის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა

მოსკოვში ხანძრის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

რუსული მედიის ცნობით, ძლიერი ხანძარი მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა, რომელიც შპს "პეჩატნაია-პრესს" ეკუთვნის. 

როგორც "რია-ნოვოსტი" წერს, დაღუპულთა უმრავლესობა დსთ-ს ქვეყნიდან ჩასული პირია.ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

წინასწარი ვერსიით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics