05:41 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 19:26:46, 1916 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას სირიის საკითხი განიხილეს

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას სირიაში შექმნილი ვითარება განიხილეს. როგორც კრემლის პრესსამსახური იტყობინება, საუბარი თურქული მხარის ინიციატივით შედგა.

ვლადიმერ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

ამას გარდა, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

“განხილულ იქნა პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში  რუსულ-თურქული თანამშრომლობის სამომავლო განვითარების საკითხები 9 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგში ლიდერების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების ფონზე”, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics