07:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 17:19:18, 2032 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 73-ს მიაღწია

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 73-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური სააგენტო Ansa ავრცელებს.

ხელისუფლების ინფორმაციით, ათობით ადამიანი ამ დრომდე ნანგრევებშია მოყოლილი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

სტიქიამ ყველაზე მეტად ლაციოს ოლქში მდებარე ქალაქები აკუმული და ამატრიჩე დააზარალა. ამატრიჩეში შენობების ნახევარზე მეტი დანგრეულია.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ იტალიაში 6,2 მაგნიტუდის მიწიძვრა ადგილობრივი დროით დილის 03:36 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ აკუმოლიდან ორ კილომეტრში, რიეტის პროვინციაში მდებარეობდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაფიქსირდა განმეორებითი ბიძგები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics