10:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 13:39:16, 1663 ნახვა

მსოფლიო
დენფორდი: რუსეთის ქმედებები საქართველოში, მიუთითებს, რომ მოსკოვი ნატო-ს დაშლას ცდილობს

ამერიკელი გენერალი ჯოზეფ დენფორდი მიიჩნევს, რომ რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა  ძალადობრივ ექსტრემიზმთან ერთად მსოფლიოში მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ, - აღნიშნული განცხადება გენერალმა ვაშინგტონში ნაციონალური თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც ჯოზეფ დენფორდმა აღნიშნა, რუსეთი, სხვადასხვა დემოგრაფიული და ეკონომიკუირ სირთულეების მიუხედავად, ვითარდება, ახორციელებს ბირთვული საწარმოებისა და ფლოტის მოდერნიზებას. ამას გარდა ამერიკელმა, გენერალმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ხელისუფლების ქმედებების გამო, კერძოდ, ყირიმის ანექსიის, აღმოსავლეთ უკრაინაში ქმედებების, მოლდოვისა და საქართველოს მისამართით მუქარის გამო, ასევე სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო.

ამერიკელი გენერალი მიიჩნევს, რომ თავისი ქმედებებით მოსკოვი ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსის - ნატო-ს დაშლას ცდილობს.

2015 წლის ზაფხულში, ჯოზეფ დენფორდმა რუსეთს აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის უმსხვილესი საფრთე უწოდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics