07:11 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 11:54:03, 1896 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ვიცეპრემიერი: რუსეთი ინჯირლიკის ბაზას ვერ გამოიყენებს

რუსეთი ნატო-ს წევრი არ არის, ამიტომ რუსული სამხედრო თვითმფრინავები “ისლამური საელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად თურქეთის ინჯირლიკის ავიაბაზას ვერ გამოიყენებენ, - ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია NTV-სთან ინტერვიუში თურქეთის ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა.

ამასთან, თურქეთის ვიცეპრემიერი მიიჩნევს, რომ რუსეთის მონაწილეობა სირიის კრიზისის დარეგულირებაში ამ ქვეყანაში მშვიდობის აღდგენისთვის ნიადაგს მოამზადებს. ნუმან ქურთულმუში მიიჩნევს, რომ სირიის მომავლის შესახებ მშვიდობიან მოლაპარაკებებში ბაშარ ასადმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ანკარა რუსული ავიაციის მიერ ინჯირლიკის ბაზის გამოყენების წინააღმდეგი არ იქნებოდა. ამავე დროს, ილდირიმმა აღნიშნა, რომ რუსეთს მსგავსი მოთხოვნით თურქეთისთვის არ მიუმართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics