07:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 11:09:29, 1744 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-ს მიაღწია (ვიდეო)

იტალიაში მომხდარი მიწისძვირს შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 13 გაიზარდა,  - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ნანგრევებში ხალხია მოყოლილი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქ ამატრისი დაზარალდა. როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, ამატრისის თითქმის ნახევარი დანგრეულია. მიწისძვრის გამო ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

შეგახსენებთ, რომ ბიძგები რომშიც იგრძნობოდა. მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 6.2 მაგნიტუდის იყო, ადგილობრივი დროით დილის 03:30 საათზე მოხდა.

იტალიის მთავრობამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სპეციალური შტაბი შექმნა.

ცნობისთვის, 2009 წელს იტალიის აკილას რეგიონში მომხდარი 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics