23:42 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 14:13:06, 358 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ბათუმის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა

ბათუმის მერიაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ბათუმის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ბაქრაძემ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებსა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთახმების განხორციელების შედეგად გათვალისწინებულ სარგებელზე მიაწოდა.

მათივე ცნობით, დავით ბაქრაძემ, ასევე, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე ისაუბრა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებებნ, რომ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ აჭარის რეგიონში გაეროს განვითარების პროგრამისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრო-ცენტრის მიერ აგრარულ სექტორში განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ევროკავშირის პროექტის ENPARDI ფარგლებში ფინანსდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics