03:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 10:58:24, 1693 ნახვა

მსოფლიო
The New York Times საქართველოს ვრცელ სტატიას უძღვნის - საქართველო "კავკასიის კალიფორნია"

ამერიკული გამოცემა The New York Times საქართველოს ვრცელ სტატიას უძღვნის.

სტატიაში სათაურით „კავკასიის კალიფორნია“ საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის სიტყვებით იწყება.

„ჩვენი ჯგუფი თბილისში წაგვიყვანეს. იქ ჩასვლა ოზის საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრასავით იყო - უცბად ყველაფერი შავ-თეთრი გაფერადდა“, - ამბობს იან კელი.

სტატიაში თბილისს დიდი ყურადღება დაეთმო, მისი ღირშესანიშნაობებია აღწერილი, მათ შორის მშვიდობის ხიდიც. The New York Times საქართველოს დედაქალაქს ღვინის უძველესი კულტურის, თერმული აბანოებისა და შესანიშნავი კერძების დედაქალაქს უწოდებს. 

ავტორმა სტატიაში ხაზი არა მხოლოდ შენობა-ნაგებობებს გაუსვა, არამედ ქვეყნის კულტურას, კერძებს, დაასახელა რამდენიმე რესტორანი, მაღაზია და სასტუმრო სადაც ნებისმიერი ადამიანი თავს კარგად იგრძნობს. 

„90-იანი წლების სამოქალაქო ომისა და მშვიდობიანი, პროდასავლური რევოლუციის შემდეგ, თბილისმა დიდი აღორძინება განიცადა და ახლად შეძენილი ამბიციები ყველგან ჩანს“, - ნათქვამია მასალაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics