23:30 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 09:39:41, 358 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილის ინფორმაციით, ციხეში, მერაბიშვილის, ახალაიას ან უგულავას მოწამვლა იგეგმება

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით, 21 მარტიდან 23 მარტის ფარგლებში, ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დავალებით, ციხეში  ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას ან გიგი უგულავას მოწამვლა იგეგმება.

ამის შესახებ ინაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ 21 მარტის ფარგლებში,  22 ან 23-ში პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით  და ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ზოგადად ნაცმოძრაობაზე,  ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილის დავალაბაზე. აპირებენ, რომ  მოწამლონ  ვანო მერაბიშვილი ან  ბაჩო ახალაია ან გიგი უგულავა.  ერთ-ერთი ამ სამიდან,  ეს არის პირველი ინფორმაცია, რომელიც მინდა გავასაჯაროვო.   მე არ მაქვს უფლება  უფრო დეტალური ინფორმაცია, რომელი  შეიძლება იყოს ვისაც მოწამლავენ, მაგრამ პრაქტიკულად გაწირა  ამ სამიდან ის ვისაც მოწამლავენ ან სამივე ერთად გაწირა უკვე სააკაშვილმა, რომელსაც გათვალა იმაზე, რომ ეს  ყველაფერი დაბრალდება ხელისუფლებას  და პრეზენტირებული იქნება ეს  მოწამვლა დასავლეთში.  აი რა ხდება საქართველოში“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამასთან, ირმა ინაშვილმა სასჯელაღსრულების სამისინისტროს მიმართა და აღნიშნა, რომ ზემოთხსენებულთან დაკავშირებით უწყება ინფორმირებულია, თუმცა მას ეს ინფორმაცია არ მიუწოდებია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics