18:09 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 11:27:09, 1571 ნახვა

მსოფლიო
მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 16 წლის ახალგაზრდა დააკავეს

გერმანიაში, მიუნხენის სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიაზე" თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალებსი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 16 წლის ავღანელია.

სამართალდამცველების ვარაუდით, დაკავებულმა 18 წლის ალი დევიდ სანბოლის გეგმების შესახებ იცოდა, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა.

“არსებობს ეჭვი, რომ 16 წლის ახალგაზრდა შესაძლოა, თავდამსხმელის მდუმარე თანამზრახველი ყოფილიყო”, - ნათქვამია მიუნხენის პოლიციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმა სავაჭრო ცენტრზე 22 ივლისს მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა და 9 ადამიანი მოკლა. თავდამსხმელის, 18 წლის ირანელის, ალი დევიდ სონბოლის ცხედარი სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილიდან 1 კილომეტრში იპოვეს. მან, პოლიციის ვარაუდით თავი მოიკლა.

პოლიცია აცხადებს, რომ ახალგაზრდა მასობრივი მკველობების შესახებ ინფორმაციის მოძიებით იყო გატაცებული. მისი ოტახის ჩხრეკისას გაზეთებიდან ამოჭრილი თავდასხმების შესახებ, უამრავი სტატია იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირსი არ იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics