09:40 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 12:49:39, 1527 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა

საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ნიცაში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მიიღო, -  ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, ინიციატივა საფრანეგთის ნაციონალურმა ასამბლეამ უკვე დაამტკიცა. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას 489 დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი 26 კანონმდებელი იყო.

ცნობისთვის, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ მოქმედებს. გასულ კვირას პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობას აღარ გაახანგრძლივებდა, თუმცა მეორე დღეს ნიცაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ მან გადაწყვეტილება შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმა 14 ივლისის გვიან საღამოს, ქალაქ ნიცას ინგლისურ სანაპიროზე მოხდა, როდესაც ათასობით ადამიანი ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ფოიერვერკს უყურებდა.

მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა და ორი კილომეტრი გაიარა, რის შედეგადაც 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ათი ბავშვი.

მანქანის მძღოლი 31 წლის ტუნისელი  მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელი იყო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: ბუდანოვს პატივს სცემენ აშშ-სა და რუსეთში
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics