14:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 16:33:01, 1529 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში 8 500-ზე მეტი სამართალდამცველი სამსახურიდან გაათავისუფლეს

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 8 500-ზე მეტი სამართალდამცველი სამსახურიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს შორის პოლიციის 7 899 და ჟანდარმერიის 614 ოფიცერია.

ამასთან, თანამდებობები 30 პროვინციის გუბერნატორებმა და 47 ოლქის მმართველებმა დატოვეს.

BBC-ს ცნობით, გათავისუფლებული სამართალდამცველები პოლიციის განყოფილებებში ღამით დაიბარეს და მათ იარაღი და პოლიციის მოწმობები ჩამოართვეს.

თურქეთში ამბოხთან დაკავშირებით სულ 6 000 ადამიანი დააკავეს, მათ შორის სამხედრო მაღალჩინოსნები, მოსამართლეები და პროკურორები.

ცნობისთვის, სამხედრო გადატრიალების შედეგად, თურქეთში 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 190 მშვიდობიანი მოქალაქე და 100-ზე მეტი მეამბოხე სამხედრო. 1400 -ზე მეტი ადამიანი დაშავებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics