2016-07-16 12:55:45, 1578 ნახვა
მსოფლიო
Amaq: „ისლამურმა სახელმწიფომ" ნიცაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
„ისლამურმა სახელმწიფომ" ნიცაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო, - ამის შესახებ დაჯგუფებასთან დაახლოვებული სააგენტო Amaq-ი იუწყება.
ამასთან, France24-ის ინფორმაციით, ნიცაში მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორი, „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი იყო.
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. თავდამსხმელმი რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ათობით ადამიანს დაეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა.
თავდასხმის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 10 ბავშვია. დაშავდა 188 ადამიანი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან