2016-07-16 00:42:06, 1452 ნახვა
მსოფლიო
ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი დაიხურა
თურქეთის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი დაიხურა, ამ დროისთვის ყველა მიმართულებით ფრენები გაუქმებულია.
სოციალურ მედიაში ამბობენ, რომ როგორც ანკარაში ასევე სტამბულში ხალხი პანიკაშია. იხურება მაღაზიები.
BBC-ის ინფორმაციით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ეს არის შეიარაღებული დაჟგუფებების "უკანონო ქმედებები".
რაც შეეხება ანკარას, სროლის ხმა იქ ამ დრომდე ისმის. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სამხედრო ტექნიკისა და ჯარის მობილიზებაა სტამბულშიც სადაც ყველა ძირითადი ქუჩა, ასევე მთავარი ხიდი გადაკეტილია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან