19:58 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 12:50:26, 1226 ნახვა

მსოფლიო
ბაღდადში აფეთქების შედეგად 165 ადამიანი გარდაიცვალა, 255 კი, მძიმედ დაშავდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ორმაგი აფეთქების შედეგად 165 ადამიანი გარდაიცვალა, 255 კი, მძიმედ დაშავდა, - ამის შესახბე ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

BBC-ს ცნობით, აფეთქებები ერაყის დედაქალაქში ძირითადად შიიტი მუსლიმებით დასახლებულ ტერიტორიაზე მოხდა.

დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილები შენობების ნანგრევებშიც არიან ჩარჩენილები.

თავდასხმა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა.

ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ ალაბადის ინფორმაციით, მომხდარის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, ბაღდადში თავდასხმების სერია მას შემდეგ გახშირდა, რაც ერაყის არმიამ ქალაქები „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან გაათავისუფლა. ბოლო დღეების განმავლობაში ერაყის სამთავრობო არმიამ ტერორისტებისგან სამი სოფელი გაათავისუფლა,.. ოპერაციის შედეგად 29 მებრძოლი გარდაიცვალა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics