|
2016-06-25 16:54:47, 1220 ნახვა
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების თაობაზე პეტიციას უკვე 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი
დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების თაობაზე პეტიციას უკვე 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული რიცხვი სწრაფად იზრდება. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პეტიციაში ბრიტანელები საკანონმდებლო ორგანოს, ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის შესახებ ახალი რეგულაციის დაწყებას სთხოვენ. აღნიშნული ინიციატივის თანახმად, ხელახალი რეფერენდუმი იმ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, თუ რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩეველთა აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო, ხოლო ხმათა უმრავლესობა 60%-ზე ნაკლებია. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი პეტიცია, რომელმაც 100 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა. გარდა ამისა, ბრიტანეთის ხელისუფლებამ უნდა განიხილოს პეტიცია, თუ მან 10 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა. შოტლანდიის მოქალაქეების უმრავლესობა "ბრექსითის" წინააღმდეგ გამოდის. ქვეყანაში შესაძლოა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების რეფერენდუმი ჩატარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)