|
2016-06-25 14:33:25, 1160 ნახვა
მსოფლიო
ჟან-კლოდ იუნკერი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სხვა ქვეყნებიც მოისურვებენ
ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი არ გამორიცხავს, რომ დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ევროკავშირის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სხვა ქვეყნებიც მოისურვებენ, - ამის შესახებ სააგენტო Independent იუწყება. იუნკერის თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა გეგმა უნდა შეიმუშავონ, თუ როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა ევროპელ პოპულისტებს და ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, სადაც უკმაყოფილების დონე მაღალია, დიალოგი გააგრძელონ. მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხების შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლები მომავალ კვირას, ევროკავშირის რიგგარეშე სამიტზე იმსჯელებენ. შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერებმა გაიმარჯვეს და ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს.. მოგვიანებით ბრიუსელმა ლონდონს მოუწოდა, ევროკავშირიდან გასვლის პროცედურაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)