2016-06-24 17:03:30, 1301 ნახვა
მსოფლიო
შოტლანდიის მთავრობა დამოუკიდებლობის შესახებ მეორე რეფერენდუმის მომზადებას დაიწყებს
„დემოკრატიულად მიუღებელია, რომ შოტლანდია ევროკავშირიდან საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გაყავთ“, - ამის შესახებ შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯენმა განაცხადა.
მისი თქმით, შოტლანდიის მთავრობა დამოუკიდებლობის შესახებ მეორე რეფერენდუმის მომზადებას დაიწყებს.
სტარჯენის განცხადებით, შოტლანდიელების 62%-ს ევროკავშირში დარჩენა სურს, ხოლო დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან შოტლანდიელების ნების საწინააღმდეგო გადის.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის რეფერენდუმი 2014 წელს ჩატარდა. მაშინ შოტლანდიელების 55%-მა გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან