16:06 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 17:16:58, 1219 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი ევრაზიული კავშირის სამომავლო გეგმებზე ალაპარაკდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევრზიული კავშირის გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეკონომიკური კავშირი სამომავლოდ ჩინეთთან, ინდოეთთან, ირანთან, პაკისტანთან და დსთ-ის ქვეყნებთან ითანამშრომლებს.

როგორც სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პირველმა პირმა აღნიშნა, ისინი აღნიშნულ ქვეყნებთან ღრმა პარტნიორობის რეჟიმში იმუშავებენ.

"ჩვენ ვთავაზობთ ღრმა პარტნიორული კავშირის დამყარებას ისეთ ქვეყნებს, რომლებთანაც ისედაც გვაქვს მჭიდრო კავშირები. საუბარია ჩინეთზე, ინდოეთზე, ირანზე, პაკისტანზე, დსთ-ის ქვეყნებზე. პარტნიორობას ვთავაზობთ სხვა ქვეყნებსაც", - განაცხადა კრემლის ლიდერმა.

მისივე თქმით, ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობის სირვილი უკვე გამოთქვა 40-ზე მეტმა სახელმწიფომ და ორგანიზაციამ.

პუტინის განცხადებით, ევრაზიული კავშირი ევროკავშირთან თანამშრომლობითაც დაინტერესებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics