19:17 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 11:21:19, 1186 ნახვა

მსოფლიო
ლილში ფეხბურთის რუს და ინგლისელ გულშემატკივრებს შორის მორიგი ჩხუბი მოხდა

საფრანგეთის ქალაქ ლილში ფეხბურთის რუს და ინგლისელ გულშემატკივრებს შორის მორიგი ჩხუბი მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, დაპირისპირება ორი ნაკრების გულშემატკივრებს შორის ერთ-ერთ კაფესთან დაიწყო. ჩხუბის დროს რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს.

Telegraph-ის ინფორმაციით, ორმა რუსმა გულშემატკივარმა კაფესთან ჩაიარა, რომელშიც ინგლისის ნაკრების 70-მდე გულშემატკივარი იმყოფებოდა. ორივე ნაკრების მხარდამჭერებმა ერთმანეთის სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყეს, შემდეგ კი სკამები ესროლეს. ვითარების დარეგულირება მხოლოდ პოლიციის მისვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს ინგლისელ და რუს გულშემატკივრებს შორის მომხდარი შეტაკების გამო UEFA-მ რუსეთის საფეხბურთო კავშირი 150 ათასი ევროთი დააჯარიმა. ამასთან UEFA-მ დაადგინა, რომ თუ რუსი გულშემატკივრების მონაწილეობით არეულობა განმეორდება, რუსეთის ნაკრები ევრო-2016-ს გამოეთიშება.

ამავე დროს, საფრანგეთის პოლიციამ ერთი დღით  რუსი გულშემატკივრების ჯგუფი დააკავა. მათ ნაწილს რუსეთში დაადეპორტებენ.

ცნობისთვის, დღეს საფრანგეთის ქალაქ ლილში სლოვაკეთისა და რუსეთის ნაკრებებს შორის გაიმართება მატჩი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics