|
2016-06-15 10:53:15, 1258 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი ალ-ბაღდადის გარდაცვალებას არ ადასტურებს
პენტაგონი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალებას არ ადასტურებს, - ამის შესახებ Fox News პენტაგონის წარმომადგენელზე პოლკოვნიკ კრისტოფერ გარვერზე დაყრდნობით იუწყება. გარვერის თქმით, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მედიაში არაერთხელ გავრცელებულა. აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ პენტაგონი გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს. ინფორმაცია ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალების შესახებ დაჯგუფებასთან მიახლოებულმა სააგენტო Amaq-მა გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი სირიის ქალაქ რაქაში ამერიკული კოალიციის საჰაერო დარტყმას ემსხვერპლა. სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ალ-ბაღდადი “რამადანის მეხუთე დღეს გარდაიცვალა”.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)