|
2016-06-14 12:17:04, 1154 ნახვა
მსოფლიო
დაჯგუფება "აბუ საიაფის" წევრებმა კანადის მოქალაქეს თავი მოკვეთეს
ფილიპინებში ისლამისტური დაჯგუფების "აბუ საიაფის" წევრებმა კანადის მოქალაქე რობერტ ჰოლი მოკლეს, - ამის შესახებ Regnum იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, რობერტ ჰოლი კანადელების ჯგუფთან ერთად ისლამისტებმა 2015 წლის სექტემბერში მძევლად აიყვანეს . კანადური მედიის ინფორმაციით, რობერტ ჰოლს ექსტრემისტებმა თავი მოჰკვეთეს. მისი გარდაცვალების ფაქტი კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. მძევლის სანაცვლოდ ისლამისტი მებრძოლები 6,5 მილიონი დოლარის ოდენობის გამოსასყიდს ითხოვდნენ. გამოსასყიდის გადახდის ვადა 13 ივნისს ამოიწურა. ცნობისთვის, აპრილის ბოლოს ტერორისტებმა კიდევ ერთი კანადელი ჯონ რიდსდელი მოკლეს. შეგახსენებთ, რომ დაჯგუფება "აბუ საიაფი" "ალ-ქაიდასთან" არის დაკავშირებული და ფილიპინების სამხრეთ ნაწილში მოქმედებს. დაჯგუფების ლიდერის ისნილონ ჰაპილონის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ აშშ-ს 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო აქვს დაწესებული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)