2016-06-11 12:35:01, 1215 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში უკრაინის საელჩოს თავს დაესხნენ
მოსკოვში უკრაინის საელჩოს თავს დაესხნენ, - ამის სესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მედიის ინფორმაციით, 200-მდე დემონსტრანტმა საელჩოს შენობას კვერცხები და სხვადასხვა საგნები დაუშინა, შემდეგ კი მიიმალა.
აქციის დროს ადგილზე მხოლოდ საელჩოს დაცვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებიც მომხდარში არ ჩარეულან. შესაბამისად, სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.
როგორც მედია წერს, უკრაინის საელჩოზე თავდასხმის მიზეზი უცნობია, თუმცა რამდენიმე საათით ადრე ანალოგიური აქცია ოდესაში, მოსკოვის საკონსულოსთანაც გაიმართა, სადაც რუსეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან