04:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 17:52:15, 652 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ კერძო კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კერძო კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტებს უწყების სახელით ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ მოაწერა.

„დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა არ არის მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულება. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ კერძო სექტორს კარგად ესმის სოციალური პასუხისმგებლობა და გვიერთდება თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახის წევრებზე ზრუნვაში. ეს არის რამდენიმე ინიციატივა, შეთანხმება რამდენიმე კერძო ბიზნესის მფლობელთან, რომლებიც გვთავაზობენ კონკრეტულ სერვისებს. ჩვენი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

მემორანდუმის საფუძველზე კომპანია „ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეებს სასტუმროს რეკრეაციული ცენტრის უფასო სერვისებს შესთავაზებს.

„სასტუმრო „ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ დღეს ძალიან ამაყია, რადგან თანამშრომლობას იწყებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაჭრილ სამხედროებსა და ომის ვეტერანებზე ზრუნვა. ჩვენი სასტუმრო შესაძლებლობას იყენებს და მომსახურებას ყველა ქართველ დაჭრილ სამხედროსა და ომის ვეტერანს სთავაზობს. თითოეულ მათგანს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ ისინი ჩვენ სასტუმროსა და სატრენაჟორო დარბაზში მალე გვეწვევიან“,- განაცხადა სასტუმრო „ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ გენერალურმა მენეჯერმა პიტერ ლილვიკმა.

კონკრეტული შეთავაზებების ნუსხა აქვთ სხვა კომპანიებსაც: კლინიკა „ეკა დენტი“ - სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს მაღალხარისხიანი, უფასო სტომატოლოგიური სერვისით მოემსახურება, „ალგანი დენტი“ დაშავებულ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს 50%-იანი ფასდაკლებით გაუწევს სტომატოლოგიურ სერვისს. ხოლო, „ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა“ ანოფთალმიის პრობლემის მქონე დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ოფთალმოლოგიურ მომსახურებას უფასოდ გაუწევს.

კიდევ ერთი კომპანიის „კაპიტალ ქლინინგ სერვისის“ შეთავაზება ვაკანისებს ითვალისწინებს. დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, დამლაგებლის, ვიტრაჟების მწმენდავის, მებაღის, მძღოლის ვაკანსიებზე დასაქმდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics