14:22 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 11:29:50, 1098 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამა: პუტინი ცდილობს ნატო-ს ძირი გამოუთხაროს

ვლადიმერ პუტინი ცდილობს, ევროპულ ერთიანობას ძირი გამოუთხაროს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ CBS-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, პუტინი ნატო-ს, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ ერთიანობას რუსეთის ხელისუფლებისთვის საფრთხეთ აღიქვამს.

„ბატონი პუტინი ნატო-ს, ევროკავშირს, ტრანსატლანტიკურ ერთიანობას განიხილავდა როგორც საფრთხეს რუსეთის ხელისუფლებისთვის. ვფიქრობ, ის ცდება. ვუთხარი, რომ სინამდვილეში ძლიერი, ერთიანი ევროპა, რომელიც ძლიერ, გარე სამყაროზე ორიენტირებულ რუსეთთან მუშაობს  - „სწორი გამოსავალია“, - განაცხადა ობამამ. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი ამ მოსაზრებას არ იზიარებდა.

ობამას თქმით, მიგრაციული კრიზისი წარმოადგენს პრობლემას არამხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. თუმცა, სტრატეგიული თვალსაზრისით, გაცილებით დიდი საფრთხეა ევროპაში ულტრამემარჯვენე ნაციონალიზმის გაძლიერება, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი ადამიანები იყენებენ, როგორიცაა „ბატონი პუტინი“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics