00:52 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-23 13:17:48, 955 ნახვა

კომენტარი
ნარმანია: დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც 2012 წელს მიიღო

„ჩემი პოზიცია კვლევებთან დაკავშირებით უცვლელია, საუკეთესო მაჩვენებელი ყოველთვის არის არჩევნები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ IRI-ის კვლევების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მოსახლეობის ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება არჩევნების დროს გამოვლინდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც 2012 და 2014 წელს ადგილობრივი არჩევნების დროს მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია აბსოლუტური უმრავლესობით იქნება ყველგან წარმოდგენილი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 20% აცხადებს რომ „ქართულ ოცნებას“, 19% კი „ნაციონალურ მოძრაობას“. მესამე ადგილი „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაიკავეს, მათ გამოკითხულთა 13 % უჭერს მხარს.

IRI-ის კვლევები ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა. კვლევის შედეგებს პოლიტიკური პარტიების ნაწილი გაეცნო, ნაწილი კი უახლოეს დღეებში გაეცნობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics