19:57 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 16:02:50, 662 ნახვა

სამხედრო
2017 წლიდან შესაძლოა, ჯარში სავალდებულო გაწვევა გაუქმდეს

2017 წლიდან შესაძლოა, ჯარში  სავალდებულო  გაწვევა გაუქმდეს. შესაბამისი გადაწყვეტილება  თავდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს, თუმცა მას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება.

"ჩვენ ვთქვით, რომ სავალდებულო სამხედრო ჯარში გაწვევას გავაუქმებდით  და ჩვენთვის, თავდაცვის სამინისტროსთვის ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამას შესაბამისად სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა. თუმცა, რა თქმა უნდა,  ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამითი პროცესი მთავრდება, ჩვენი ამოცანაა, დავიწყოთ 2017 წლიდან ნებაყოფლობითი გაწვევის სისტემის ამოქმდება, რომელიც ძალიან ბევრ ნატო-ს წევრ ქვეყანაში მოქმედებს, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტურია, და გაცილებით უფრო მაღალი შედეგის მომტანია. სავალდებულო გაწვევა ჯარში ჩვენ 2017 წელს აღარ გვექნება, ყოველ შემთხვევაში ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტროს გადაწყვეტილება ასეთია, თუმცა, თუ ამ უწყებაში სხვა ხელმძღვანელი მოვა, ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს განსხვავებული",-განაცხადა თინა ხიდაშელმა "მოამბის" ეთერში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics