23:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 14:33:39, 618 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიასა და განათლების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქალაქ თბილისის მერიასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დედაქალაქის მერიაში მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მოაწერეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე, ურთიერთთანამშრომლობის გზით, გარემოს დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაციისათვის გამწვანებითი ღონისძიებების ჩატარება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და მოსწავლეთა შორის ეკოლოგიური საკითხების პოპულარიზაცია.

მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, თბილისის მერია და განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლებენ მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics