12:21 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-24 13:27:51, 4036 ნახვა

კომენტარი
შალვა ნათელაშვილი ხოშტარიას განაჩენზე - დაიკიდოს კალაძის პორტრეტი ლუვრში, მონა ლიზას თავზე

დაიკიდოს კალაძის პორტრეტი ლუვრში, მონა ლიზას თავზე"- ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას განაჩენს ეხმაურება.

"ლუვრში ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზა" რომ დააზიანეს, დამნაშავეს ადმინისტრაციულ სახდელი დაადეს, აი კახა კალაძის ბანერზე წარწერისთვის კი ელენე ხოშტარიას ორ წლამდე ციხე მიუსაჯეს. გამოვდივარ წინადადებით, დაიკიდოს კალაძის პორტრეტი ლუვრში, მონა ლიზას თავზე". - წერს  შალვა ნათელაშვილი.

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ელენე ხოშტარიამ საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარერა "რუსული ოცნება". მას პროკურატურა "სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე" 570 ლარის ოდენობის ზიანს ედავებოდა.

პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Human Rights Watch -ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics