2016-03-29 11:59:40, 679 ნახვა
სამართალი
სუს-ი: კონტრტერორისტული მიმართულებით, სასაზღვრო კონტროლზე 1286 პირი აიყვანეს
სუს-ის ინფორმაციით, კონტრტერორისტული მიმართულებით, შსს-თან თანამშრომლობით, საქართველოს სასაზღვრო კონტროლზე 1286 პირი აიყვანეს, ხოლო 1014-ს საქართველოში შემოსვლა აეკრძალა.
ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილ 2015 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, საქათველოს მოქალაქეთა კონფლიქტის ზონაში გამგზავრების მცდელობის 40 ფაქტია აღკვეთილი.
"საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკუთარ ტერიტორიაზე ნებისმიერი ტერორისტული საქმიანობის პრევენცია და აღკვეთა, რადგან აღნიშნული შესაძლებელია ცალკეული სახელმწიფოების მიერ საკუთრი სამხედრო და პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული“, - ნათქვამია სუსი-ის ანგარიშში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან