2025-10-28 11:23:18, 581 ნახვა
პოლიტიკა
გახარიას პარტიის წევრები არალეგიტიმურ პარლამენტში მივიდნენ
გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრები ქართული ოცნების არალეგიტიმურ პარლამენტში მივიდნენ. ქართული ოცნების პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
გიორგი გახარიას პარტიამ ბოიკოტის შეწყვეტისა და პარლამენტში შესვლის შესახებ 20 ოქტომბერს განაცხადა.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ პარლამენტის ბოიკოტმა შედეგი ვერ გამოიღო და ოპოზიცია "ფაქტობრივად გააქრო".
"ვიწყებთ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებას., ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოები მუნიციპალურ დონეზე საკრებულოები და ეროვნულ დონეზე პარლამენტი არ ეკუთვნის ოცნებას და ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს. [...] პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნების არ გამოყენება განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში არამხოლოდ შეცდომაა, არამედ დანაშაულია ქვეყნის და ხალხსის წინაშე"- თქვა შარაშიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,