2025-10-25 21:19:59, 1525 ნახვა
კომენტარი
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი - მზია ამაღლობელის მხედველობა დრამატულად გაუარესდა
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ჯუზეპინა "პინა" პიჩერნო ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს მიმართავს პლატფორმა X-ზე და ორივე მონიშნა:
მივიღე ღრმად შემაშფოთებელი ცნობა, რომ საქართველოში დაპატიმრებული ჟურნალისტისა და სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის მხედველობა დრამატულად გაუარესდა: დღეისთვის მას ერთ თვალში მხოლოდ 1 პროცენტი მხედველობა აქვს, ხოლო მეორეში – 10%.
პენიტენციური სისტემის მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს შეუქცევად გაუარესებას.
სასწრაფოდ მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლონ იგი სანამ გვიანი არ არის მისი დარჩენილი მხედველობის საზღვარგარეთ მკურნალობის გზით შენარჩუნების მცდელობა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,