01:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-15 19:36:00, 2360 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო

ბაზისბანკის მიერ განათლების პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს ინიციატივით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ გუნდური კონკურსი იმართება.

კონკურსის მიზანია, ახალ თაობაში ფინანსური განათლების გავრცელების წახალისება, ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გასავრცელებელი იდეების ინიცირება და საგანმანათლებლო მასალების შექმნა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 15-25 წლამდე, 2-7 წევრისგან დაკომპლექტებულ გუნდებს. ნამუშევრების მიღება 12 აგვისტოდან - 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსის ფინალური ეტაპი კი 17 ოქტომბერს გაიმართება, რომელზეც ჟიური 3 გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს.

კონკურსში მონაწილე თითოეულმა გუნდმა უნდა აღწეროს და წარმოადგინოს მისი თაობის შერჩეულ სეგმენტზე ფინანსური განათლების საკითხების ეფექტურად სწავლების იდეები და აქტივობები, ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გასავრცელებლად.

„ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ მოცემულ გვერდზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics