02:54 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-15 11:39:13, 3261 ნახვა

სამართალი
სასამართლომ თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

თედო აბრამოვი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო. განაჩენი 15 აგვისტოს, 11:17 წუთზე გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის აბრამოვი 8 თვე იყო ციხეში, წინასწარ პატიმრობაში. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.

"მოსამართლე რას ამბობდა, არ მესმოდა, ხალხის ხმა რომ გავიგე, მერე მივხვდი რომ გამათავისუფლეს. მადლობას გიხდით ყველას, ვინც იქ იდექით ჩემს გვერდით, ვისთან ერთადაც ვსაუბრობდით და ვმსჯელობდით, რა შეიძლება მომხდარიყო, როგორ შეიძლება შევცვალოთ ვითარება ამ ქვეყანაში, სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი [ვითარება].

ჩვენს გარდა იქით, შიგნით არიან ათობით, ასობით და ათასობით დაკეტილი ადამიანები, რომლებიც მოსამართლეებს ყავთ უდანაშაულოდ გამოკეტილი. ჩვენ დაგიხსნით თქვენ.

აქ ვინც ხართ, დაიმახსოვრეთ რომ ხართ ერთით მეტი, მეც თქვენთან ერთად ვარ" - თქვა მან სასამართლოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან პირველ კომენტარში.

"პოლიციელების ჩვენებები არ არის პრეზუმფცია და არ შეიძლება მათი ჩვენებების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება” - თქვა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. თედო აბრამოვის საქმეში, მისი ადვოკატის შეფასებით, არ არსებობდა არანაირი ნეიტრალური მტკიცებულება და ბრალდება სრულად პოლიციელების ჩვენებს ეფუძნებოდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics