23:02 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-16 16:49:10, 1959 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკმა ამერიკულ The Bank of New York Mellon Corporation-თან თანამშრომლობა დაიწყო

ბაზისბანკი საკორესპონდენტო ბანკების გლობალურ ქსელს აფართოებს და თანამშრომლობა დაიწყო ამერიკული საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანია The Bank of New York Mellon Corporation-თან. აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაამარტივებს ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის აშშ დოლარში საერთაშორისო გადარიცხვების და ჩარიცხვების განხორციელებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

"ამერიკულ The Bank of New York Mellon Corporation-სა და ბაზსიბანკს შორის პარტნიორობა ჩვენთვის მორიგი საერთაშორისო აღიარების დასტურია, რაც ძალიან საამაყო ფაქტია. აღნიშნული თანამშრომლობის წინაპირობას, რა თქმა უნდა, ბაზისბანკის მრავალწლიანი წარმატების ისტორია, გამოცდილება, ფინანსური გამჭვირვალობა, სტაბილურობა და დინამიურად მზარდი საერთაშორისო პარტნიორული ქსელი წარმოადგენს. ბაზისბანკი მუდმივად ზრდაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელს შევთავაზოთ მაქსიმალურად მოქნილი და მათ მიზნებზე მორგებული ფინანსური სერვისები. აღნიშნული თანამშრომლობა კი კიდევ უფრო გაამარტივებს ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის საერთაშორისო გადარიცხვებს. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორების სიის გაფართოებას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბაზისბანკის გლობალური გადარიცხვების არხები." - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

ბაზისბანკის ჯგუფის შესახებ

ბაზისბანკის ჯგუფი არის მზარდი უნივერსალური საფინანსო ჰოლდინგი 30 წელზე მეტი გამოცდილებით, რომელიც ემსახურება კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნესებსა და საცალო მომხმარებლებს. ჯგუფის ძირითადი მიმართულებაა ფართო სპექტრის საბანკო, სადაზღვევო და სალიზინგო მომსახურების მიწოდება, ჯგუფში შემავალი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკისა და შვილობილი კომპანიების, ბბ დაზღვევისა და ბბ ლიზინგის მეშვეობით. ჯგუფი ორიენტირებულია მდგრად განვითარებასა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნაზე თავისი სტეიკჰოლდერებისთვის.

 BNY-ის შესახებ

BNY გლობალური ფინანსური სერვისების უმსხვილესი მიმწოდებელია, რომელსაც საკორესპონდენტო ქსელის ერთ-ერთი უდიდესი დაფარვა აქვს მსოფლიოში. BNY 240 წელზე მეტია ემსახურება 100-ზე მეტ ბაზარს და აქტივების მართვისა და საინვესტიციო საქმიანობის უდიდესი გამოცდილება აქვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics