20:12 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-02 12:53:56, 766 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - მოუთმენლად ველი პოლონეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას

ვულოცავ კაროლ ნავროცკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას - მოუთმენლად ველი პოლონეთთან და პირადად პრეზიდენტ ნავროცკისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ პოლონეთი, რომელიც ინარჩუნებს ეროვნული სულისკვეთების სიმტკიცეს და სამართლიანობის რწმენას, იყო და რჩება რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების საყრდენად და ყველა ერის თავისუფლებისა და ღირსების დამცველ ძლიერ ხმად.

„ჩვენს კონტინენტზე ერთმანეთის გაძლიერებით, ევროპას უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ გლობალურ კონკურენციაში და რეალური და მდგრადი მშვიდობის მიღწევას უფრო ვაახლოვებთ. მოუთმენლად ველი პოლონეთთან და პირადად პრეზიდენტ ნავროცკისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას“, - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89%-ი მიიღო, მისმა მეტოქემ, პრემიერ - მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი ხმების 49.11%-ი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics