00:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 18:28:18, 886 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს მიმოწერის მოდული დაემატა

საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებისთვის საჭირო სერვისებისა და პროდუქტების შექმნასა და არსებულის განვითარებას განაგრძობს. მიზანი ბიზნესებისთვის დროის დაზოგვა  და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობაა . სწორედ ამიტომ, ამიერიდან,   ბიზნეს მომხმარებლებს მიმოწერის მოდულით სარგებლობა ახლა უკვე ბიზნეს მობილბანკიდანაც შეუძლიათ.

მიმოწერის მოდული მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს საჭირო კითხვებსა და პრობლემებზე პასუხები ციფრულად მიიღონ. მისი სარგებლობა აქამდე მხოლოდ  ბიზნეს ინტერნეტბანკში იყო  შესაძლებელი. ამიერიდან კი მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ბიზნეს მობილბანკიდან დაიწყონ ბანკთან საჭირო პრობლემების, საკითხებისა, თუ მოლაპარაკებების შესახებ როგორც ახალი მიმოწერა, ასევე გააგრძელონ არსებული, ატვირთონ ან ჩამოტვირთონ საჭირო ფაილები.   მიმოწერის მოდულის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ შეათანხმონ პროცენტი, ვალუტის კურსი, მოამზადონ აუდიტისთვის წერილი, ტრანზაქციების შესახებ მიიღონ ინფორმაცია და სხვა საჭირო და აუცილებელი საბანკო სერვისით ისარგებლონ.  

“საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებზე ზრუნვას და მათთვის ისეთი სიახლეების შეთავაზებას, რომლებიც  უფრო მეტად კომფორტულს გახდის საბანკო სერვისებით სარგებლობას, უწყვეტად განაგრძობს. მიმოწერის მოდულით მომხმარებლებს ბიზნეს მობილბანკში შეუძლიათ ბანკთან სწრაფი კომუნიკაცია დაამყარონ, მიიღონ პასუხები სასურველ კითხვებზე პირდაპირ ბანკის იმ გუნდებისგან, რომლებიც ყველაზე უკეთ იცნობენ ამ თემებს. მოდული მარტივია — იძლევა ახალი მიმოწერის გახსნის, არსებულის გაგრძელების, საჭირო ფაილების ჩამოტვირთვის, ადრესატების დამატების, მიმოწერის სტატუსზე დაკვირვების შესაძლებლობას და სხვა. ეს ყველაფერი აქამდე მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტბანკში იყო ამიერიდან კი ბიზნეს მობილბანკშიც არის ხელმისაწვდომი“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics