05:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 21:43:40, 1133 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების მეორე რაუნდს 2 ივნისს, სტამბოლში სთავაზობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების მეორე რაუნდს 2 ივნისს, სტამბოლში სთავაზობს.

ლავროვის თქმით, რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ საკუთარი მემორანდუმი წარუდგინოს.

"რუსულმა მხარემ, როგორც შეთანხმებული იყო, დაუყონებლივ შეიმუშავა შესაბამისი მემორანდუმი, რომელიც ასახავს ჩვენს პოზიციას კრიზისის ძირითადი მიზეზების საიმედოდ დაძლევის ყველა ასპექტთან დაკავშირებით. ჩვენი დელეგაცია მზად არის წარუდგინოს ეს მემორანდუმი უკრაინის დელეგაციას და მიაწოდოს საჭირო განმარტებები პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს სტამბოლში, მომავალ ორშაბათს, 2 ივნისს". - თქვა ლავროვმა.

16 მაისს სტამბოლში რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2022 წლის შემდეგ პირველად გაიმართა. შეხვედრა არც თუ ისე წარმატებით დასრულდა. პუტინს სტამბოლში დაბალი დონის დელეგაცია ჰყავდა გაგზავნილი, ხოლო ამავე დელეგაციის მიერ შეხვედრაზე გახმოვანებული მოთხოვნები უკრაინისთვის მიუღებელი აღმოჩნდა – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის რამდენიმე ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics