21:59 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 13:56:30, 752 ნახვა

მსოფლიო
პუტინი ქართველებს გამარჯვების დღეს ულოცავს - „არ დაუშვათ ჩვენი საერთო ისტორიის დავიწყება“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ქვეყნის ლიდერებთან ერთად, გამარჯვების დღე საქართველოსა და მოლდოვის მოსახლეობას მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ქართველი და მოლდოველი ხალხებისადმი მიმართვაში ვლადიმერ პუტინმა მათ მოუწოდა, შეინარჩუნონ ჩვენთვის ანდერძით დატოვებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები, არ დაუშვან ჩვენი საერთო ისტორიული მემკვიდრეობის დავიწყება და მეგობარ ხალხებს შორის შუღლის დათესვა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ამასთან, კრემლის ცნობით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავი ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებსაც მიულოცა.

„დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა მილოცვის წერილები გაუგზავნა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ისრაელის ლიდერებს, ასევე საქართველოსა და მოლდოვის ხალხებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics