22:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 09:52:06, 595 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ზღვის მიმართულებით მცირე რადიუსის რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის შტაბების უფროსების გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენმა სამხედროებმა გააძლიერეს დაკვირვება შესაძლო დამატებითი გაშვების გამო და ინარჩუნებენ სრულ მზადყოფნას, ამავდროულად მჭიდროდ უზიარებენ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობების შესახებ შეერთებულ შტატებსა და იაპონიას“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის შტაბების უფროსების გაერთიანებულ კომიტეტის განცხადებაში.

ჩრდილოეთ კორეამ ბოლოს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა 10 მარტს გაუშვა, როდესაც სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი საგაზაფხულო სამხედრო წვრთნები დაიწყეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics