04:54 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 16:39:56, 855 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის კანცლერის არჩევნები - ბუნდესტაგში დღეს მეორე ტური გაიმართება

გერმანიის კანცლერის ასარჩევად ბუნდესტაგში ხმის მიცემის მეორე ტური დღეს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია The Guardian-მა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, იენს შპანზე დაყრდნობით გაავრცელა.

იენს შპანის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესს სრულიად ევროპა დააკვირდება.

აგრეთვე, მმართველ კოალიციაში შემავალი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ თანათავმჯდომარის, ლარს კლინგბეილის თქმით, ფრიდრიხ მერცის გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე დასამტკიცებლად „საჭირო უმრავლესობა იქნება“.

ამავე გამოცემის ცნობით, კენჭისყრის მეორე ტური ადგილობრივი დროით 15:15 საათზე (თბილისის დროით 17:15 საათი) დაიწყება.

შეგახსენებთ, დღეს, გერმანიის პარლამენტმა ხმის მიცემის პირველ ტურში ფრიდრიხ მერცი კანცლერად ვერ აირჩია. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერის, ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში მხარი 310-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მას ბუნდესტაგის წევრების უმრავლესობის, 316 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics