10:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-03 17:29:49, 681 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - რუსეთის მიერ შეთავაზებული 3 დღიანი ზავის მიზანია მშვიდობა

რუსეთის მიერ შეთავაზებული სამდღიანი ზავის მიზანი მშვიდობის მისაღწევად კიევის რეჟიმის მზადყოფნის შემოწმება იყო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რუსეთის მიერ შეთავაზებული სააღდგომო ზავის, ასევე, 8, 9 და 10 მაისის სადღესასწაულო დღეებისთვის ზავის გამოცხადების ინიციატივის მიზანი რუსეთსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად კიევის რეჟიმის მზადყოფნის შემოწმებაა. ჩვენ კიევის მხრიდან დაველოდებით არა ორაზროვან, არამედ საბოლოო განცხადებებს და რაც მთავარია, ქმედებებს, რომლებიც მიზნად კონფლიქტის დეესკალაციას ისახავს“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, „კიევის რეჟიმის იდელოგიურ საფუძვლეს ნეონაციზმი წარმოადგენს“.

„კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის წინადადებაზე პირდაპირი პასუხის არქონა მიუთითებს იმას, რომ დღევანდელი კიევის რეჟიმის იდეოლოგიური საფუძველი ნეონაციზმია და ჰიტლერის გერმანიასა და ნაციზმზე გამარჯვება მათთვის დღესასწაულს არ წარმოადგენს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც სამი დღით, 8-10 მაისს იმოქმედებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics